ნაპოლის 14,000 ქომაგი უდინეში…
ნაპოლი დღეს უდინეში უდინეზეს ესტუმრება და ლუჩიასნო სპალეტის გუნდს სკუდეტოს ოფიციალურად გასაფორმებლად მხოლოდ ქულის მოპოვება დასჭირდება.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ნაპოლის უდინეში, რომელიც კამპანიის დედაქალაქისგან 850 კილომეტრით არის დაშორებული, 14,000-ზე მეტი ქომაგი გაყვება.
Il Mattino-ს ცნობით, მარადონას სტადიონზე უკვე დამონტაჟებულია დიდი მონიტორები, რომლებზეც გუნდის ტიფოზები უდინეზესთან მატჩს მიადევნებენ თვალს და იმედი აქვთ, რომ დღეს მათ ზეიმის საშუალება მიეცემათ.