ნაპოლის ადვოკატმა სპალეტის სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა
ნაპოლის ადვოკატმა მატია გრასანიმ იტალიის ფეხბურთის ფედერაციასა და პარტენოპეის შორის ლუჩიანო სპალეტის თაობაზე არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, სპალეტის ნაპოლისთან კონტრაქტი ჯერ კიდევ აკავშირებს და თუ იტალიის ნაკრებს მისი გუნდში მიყვანა სურს, აძურის პარტენოპეისთვის 3 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
„ნაპოლიმ სპალეტისგან გუნდიდან ნაადრევად წასვლის სანაცვლოდ კომპენსაცია არ მოითხოვა, თუმცა გუნდმა ლუჩიანოსგან მიიღო სიტყვა, რომ 2023-24 წლებში სამწვრთნელო საქმიანობას არ დაუბრუნდებოდა.
„სპალეტის კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, თუ სპალეტის მიმდინარე სეზონში საფეხბურთო საქმიანობაში დაბრუნება სურს, იქნება ეს გუნდი თუ ნაკრები, ნაპოლიმ შესაბამისი კომპენსაცია უნდა მიიღოს.
„წესების დაცვა ნებისმიერ საკითხში ფუნდამენტალური წესია, ჩვენ ამ კომპენსაციის თაობაზე სპალეტისთან შეთანხმებას ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მივაღწიეთ და მასზე უარის თქმას არ ვაპირებთ.“