Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლის არა ტუდორი, არამედ ვალტერ მაცარი ჩაიბარებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ბოლო საათებში ნაპოლის ახალი მწვრთნელის პოზიციას არა იგორ ტუდორი, არამედ ვალტერ მაცარი მიუახლოვდა და დიდი ალბათობით პარტენოპეის სწორედ იტალიელი ჩაიბარებს.

Il Mattino-ს ცნობით, ტუდორი ნაპოლისგან 18-თვიან კონტრაქტს ითხოვდა, მაცარი კი თავის მხრივ 6-თვიან ხელშეკრულებას დათანხმდა, მისი შემდგომში გახანგრძლივების პერსპექტივით.

შეგახსენებთ, მაცარი ნაპოლიში 2009-2013 წლებში უკვე მუშაობდა და საშუალოდ მატჩში 1.74 ქულას აგროვებდა.