ნაპოლის დირექტორი:“ ჩვენ ჟელინსკის კონტრაქტზე ვმუშაობთ, ოსიმენი ?…“
ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუზომ სალერნიტანასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა,
„ჩვენი მიზანი დღევანდელ მატჩში გამარჯვება და ლიდერებთან სხვაობის შემცირებაა, ჩვენ ტიტულის დაცვა გვსურს, ამიტომ მეტოქეებს გაქცევის საშუალება არ უნდა მივცეთ.
„ჟელინსკის კონტრაქტი ? მან არაერთხელ დაადასტურა, რომ ნაპოლიში დარჩენა სურს. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ და გვჯერა, რომ საერთო ენის გამონახვას შევძლებთ.
„რატომ გადის სარეაბილიტაციო პროცესს ოსიმენი ნიგერიაში ? პერსონალური მიზეზების გამო, ოსიმენს მიეცა ნება სარეაბილიტაციო პროგრამა სამშობლოში გაიაროს. ვიქტორი ამას ნაპოლის სამედიცინო შტაბის დაკვირვებით აკეთებს და ის გუნდს დაუბრუნდება მაშინ, როდესაც სრული დატვირთვით ვარჯიში შეეძლება.“