Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლის კიპერის მიმართ ინტერესს სერია ა-ს ორი გუნდი იჩენს

ნაპოლი ალექს მერეტთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს, მაგრამ ჯერჯერობით მხარეები საერთო ენის გამონახვას ვერ ახერხებენ, პარალელურად კი იტალიელის მსურველები დღითი დღე იზრდება.

26 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან სეზონის ბოლოს იწურება და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს მისი გაფორმება ზაფხულში, თუ მან ნაპოლისთან ხელშეკრულება არ გაახანგრძლივა, უფასოდ შეეძლება.

SportMediaset-ის ინფორმაციით, მერეტის მიმართ ინტერესს ფიორენტინა და რომა იჩენენ, რომლებიც ვეტერანი პიეტრო ტერაჩანოსა და რუი პატრისიუს შემცვლელების ძიებაში არიან.