ნაპოლის ნახევარდაცვაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება
იტალიური მედიის ცნობით, ნაპოლის ნახევარდაცვის ხაზში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი.
პარტენოპეის რიგებს დატოვებს ტანგი ნდომბელე, რომელსაც პარტენოპეი არ გამოისყიდის და ტოტენჰემში დააბრუნებს. გუნდს ასევე დაემშვიდობება დიეგო დემე, ასევე არ არის გამორიცხული, რომ ნაპოლის პიოტრ ჟელინსკის გაყიდვა მოუწიოს, რომელთანაც ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება ვერ ხერხდება.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მათ შემცვლელად ნაპოლი სასუოლოს დავიდე ფრატეზის და ატალანტას ტეუნ კუპმეინერსის კანდიდატურებს განიხილავს.
ამის გარდა, ნაპოლი ფენერბაჰჩეს ფეხბურთელების ფერდი კადიოღლუსა და არდა გიულერის ტრანსფერებითაც ინტერესდება.