ნაპოლის ოსიმენი უბრუნდება
ნაპოლის ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი, რომელმაც ტრავმა ოქტომბრის დასაწყისში მიიღო და მას შემდეგ გუნდის დახმარებას ვერ ახერხებდა, პარტენოპეის განაკრგულებაში ბრუნდება.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ნიგერიელმა ფორვარდმა მოედანზე ვარჯიში განაახლა, უახლოეს პერიოდში კი ის თანაგუნდელებს შეუერთდება და სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას.
წყაროს ცნობით, ოსიმენი ატალანტასთან მატჩისთვის გუნდის ახალი მწვრთნელის ვალტერ მაცარის განკარგულებაში იქნება.