Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლის პირველი წინადადება აინტრახტს…

როგორც უკვე მოგახსენეთ, ნაპოლი აინტრახტის ვინგერის ჯასპერ ლინდსტრომის ტრანსფერით ინტერესდება და იტალიური წყაროების ცნობით, პარტენოპეიმ პირველი წინადადება ახალგაზრდა ფეხბურთელის თაობაზე უკვე გააკეთა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიის ჩემპიონები გერმანელებს დანიელი შემტევის სანაცვლოდ 24 მილიონ ევროს სთავაზობს, აინტრახტი კი 30 მილიონ ევროს ითხოვს.

ლინდსტრომი ნაპოლის რიგებში ირვინგ ლოსანოს შემცვლელად მოიაზრება, რომლის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება, ამიტომ პარტენოპეის მექსიკელის გაშვება სურს, რომელსაც მსურველები არაბეთში ჰყავს.