ნაპოლის პირველი წინადადება დანსოს გასაფორმებლად…
ნაპოლი ლენსის მცველის კევინ დანსოს ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს, რომელიც კიმ მინ-ჯეს შემცვლელად მოიაზრება და იტალიის ჩემპიონებმა პირველი წინადადება უკვე გააკეთეს კიდეც.
SportItalia-ს ცნობით, პარტენოპეი ფრანგებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 22 მილიონ ევროსა და ბონუსებს სთავაზობს, მაგრამ ლენსი 24 წლის ავსტრიელის გაყიდვას 30 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.
წყაროს ინფორმაციით, ნაპოლიმ ფეხბურთელთან 4-წლიანი კონტრაქტი უვკე შეათანხმა, რომლის მიხედვითაც ის სეზონში გასამრჯელოს სახით 3 მილიონ ევროს მიიღებს და იმედი აქვს, ფეხბურთელის სურვილი ლენსს დათმობაზე წასვლას აიძულებს.