Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლის პირველი წინადადება ლილს დევიდის სანაცვლოდ…

ნაპოლი ლილის ფორვარდის ჯონათან დევიდის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და ფეხბურთელისგან თანხმობის მიღების შემდეგ, ფრანგებს პირველ ოფიციალურ წინადადებას უმზადებს.

გამოცემა OneFootball-ის ინფორმაციით, პარტენოპეი ფრანგებს კანადელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს შესთავაზებს, ლილი კი თავის მხრივ 45-50 მილიონ ევროს ითხოვს.

დევიდის მიმდინარე კონტრაქტი ლილთან 2025 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომ ფრანგებს მისი გაყიდვა სეზონის ბოლოს მოუწევთ და დიდი ალბათობით მოთხოვნილ თანხას დაახლოებით 40 მილიონამდე შეამცირებენ.