ნაპოლის სამარჯიჩის ტრანსფერში კონკურენციას ლაციო გაუწევს
ნაპოლი უდინეზეს ახალგაზრდა ტალანტის ლაზარ სამარჯიჩის მიმართ ინტერესს არ კარგავს, თუმცა პარტენოპეის კონკურენციას ლაციო გაუწევს.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ნაპოლი 21 წლის ფეხბურთელის გაფორმებას და მის უდინეში იჯარით დატოვებას გეგმავს, თუმცა ლაციოს, რომელიც მილინკოვიჩ-სავიჩის შემცვლელს ეძებს, სხვა გეგმები აქვს.
წყაროს ცნობით, ბიანკოჩელესტი ახალგაზრდა სერბი ტალანტის სანაცვლოდ მოთხოვნილი 20-25 მილიონი ევროს გადახდის წინააღმდეგი არ არის და მისი გუნდში ხილვა პირადად მაურიციო სარის სურს.