Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლის ტრავმის გამო ლინდსტრომი მინიმუმ 2 კვირით გამოაკლდა

ნაპოლის ფეხბურთელი იესპერ ლინდსტრომი ტრავმირებულია და გუნდს მინიმუმ 2-3 კვირა ვერ დაეხმარება.

ოფიციალური წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა დანიის ნაკრებში თამაშის დროს მარცხენა ბარძაყის კუნთის მე-2 ხარისხის გაჭიმულობა მიიღო, რის გამოც ის დაახლოებით 15-20 დღეს გამოტოვებს.

ლინდსტრომს ტრავმის გამო ატალანტასთან, რეალთან, ინტერთან, იუვენტუსთან და სავარაუდოდ ბრაგასთან მატჩების გამოტოვება მოუწევს…