ნაპოლისა და იუვეს შემდეგ, სამარჯიჩის ტრანსფერზე ლაციოც გააქტიურდა…
ლაზარ სამარჯიჩის ინტერში ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, სერბი ნახევარმცველის გაფორმებას სხვა იტალიური გრანდები ცდილობენ და ამ მომენტისთვის მის მიმართ ინტერესს ნაპოლი, ლაციო და იუვენტუსი იჩენენ.
ლაციომ ახლახანს იუვენტუსიდან ნიკოლო როველას ტრანსფერი გააოფიციალურა, თუმცა Il Messaggero-ს ცნობით, კლაუდიო ლოტიტო კიდევ ერთი ახალგაზრდა ტალანტის გაფორმებაზე უარს არ იტყვის.
წყაროს ცნობით, უდინეზე, რომელიც ფეხბურთელის ინტერში ჩაშლილი ტრანსფერის გამო უკმაყოფილო დარჩა, სამარჯიჩის გაყიდვას ცდილობს და მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს.