Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლიში გარსიას ტუდორი შეცვლის…

იტალიური მედიის ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი იგორ ტუდორთან მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებს და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

Gazzetta dello Sport-ის, Tuttosport-ის და სხვა გავლენიანი წყაროების ცნობით, ნაპოლი რუდი გარსიას გუნდიდან წასვლას უახლოეს პერიოდში დაადასტურებს. ის გასამრჯელოს სეზონის ბოლომდე მიიღებს, შემდეგ კი ნაპოლი აამოქმედებს პუნქტს, რომლის მიხედვითაც მასთან 2024 წლის ზაფხულში კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტა შეეძლება.

დე ლაურენტისის პრიორიტეტი გარსიას შესაცვლელად ტუდორი გახლავთ, რომელსაც პარტენოპეი კონტრაქტს სეზონის ბოლომდე სთავაზობს, მისი შემდგომში კიდევ 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით, თავად ხორვატი კი ითხოვს, რომ მისი კონტრაქტი პირდაპირ 2025 წლის ზაფხულამდე იყოს გათვლილი.