ნაპოლიში სპალეტის შეცვლის 2 მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა…
Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტმა კარლო ლაუდიზამ ნაპოლიში ლუჩიანო სპალეტის შეცვლის კანდიდატებზე ისაუბრა.
„ამ მომენტისთვის ნაპოლის პრიორიტეტული სამიზნეები სერჟიო კონსეისაუ და ვინჩენცო იტალიანო არიან.
„დე ლაურენტისის პრიორიტეტი პორტუგალიელი გახლავთ, თუმცა მის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 18 მილიონია მითითებული, რის გადახდასაც ნაპოლი არ აპირებს. კონსეისაუს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა პორტუსთან ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და ნაპოლი სიტუაციას ყურადღებით აკვირდება…“