Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნდიკა რომას უახლოვდება

რომა ევან ნდიკას ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და იტალიური მედიის ცნობით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

23 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი აინტრახტთან სეზონის ბოლოს იწურება და რომას მისი სრულიად უფასოდ გაფორმება სურს.

ნდიკას აგენტი რამდენიმე დღის წინ ჯალოროსის სათაო ოფისში იმყოფებოდა, სადაც ის გუნდის ხელმძღვანელობასა და ჟოზე მოურინიოს შეხვდა.

Il Messaggero-ს ცნობით, მხარეები პირადი კონტრაქტის ზოგად დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი რომასთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 2 მილიონ ევროს მიიღებს.