Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნეგატიური ინფორმაცია ნაპოლის ლაზარეთიდან…

ნეაპოლიტანური გამოცემა Il Mattino-ს ინფორმაციით, ნაპოლის ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი ჩემპიონთა ლიგაზე მილანთან მატჩისთვის სათამაშოდ მზად არ იქნება.

წყაროს ცნობით, ოსიმენის სარეაბილიტაციო პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს, მაგრამ გუნდის სამედიცინო შტაბსა და ლუჩიანო სპალეტის რისკზე წასვლა არ სურთ, ამიტომ მის მოედანზე დაბრუნებას არ დააჩქარებენ.

გამოცემის ინფორმაციით, ოსიმენი სპალეტის განკარგულებაში ვერონასთან მატჩში დაბრუნდება და ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი შეხვედრისთვის მზად იქნება.