Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნიგერიის მწვრთნელი:“ ოსიმენს მომდევნო მატჩებში არ გამოვიძახებთ, ის ადრე თუ გვია ნაპოლის დატოვებს“

ნიგერიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხოსე პესეირომ ვიქტორ ოსიმენის თაობაზე ისაუბრა.

„უსიმენი მომდევნო მატჩებშივერ დაგვეხმარება, რადგან ის სარეაბილიტაციო პროცესს აგრძელებს და ჩვენ რისკზე წასვლა არ გვსურს.

„ოსის მომავალი ? მე ვერ წარმომიდგენია, რომ ვიქტორი ნაპოლიში კარიერის ბოლომდე დარჩება. ის ნეაპოლში ბედნიერია, მან იქ ტიტულის მოგება შეძლო, რაც უფრო გამორჩეული მიღწევაა, ვიდრე მილანთან, ინტერთან, მანჩესტერ სიტისთან და სხვა გრანდებთან ერთად გამარჯვება, რადგან ნაპოლიში ნაკლები მოლოდინებია.

„სერია ა წლების განმვალობაში საუკეთესო ჩემპიონატი იყო, ახლა კი პრემიერ ლიგაში მეტი ფულია და ყველას ინგლისში თამაში უნდა, ამიტომ არ გამიკვირდება, რომ ოსიმენმა იტალია დატოვოს.

„ოსიმენისთვის ეს მარტივი კვირები არ ყოფილა. ხმები მისი შესაძლო წასვლის თაობაზე, ტრავმა, კონტრაქტის სიტუაცია, ამ ყველაფერს კი TikTok-ის ვიდეო დაემატა, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა და მას მოედანზე დაბრუნება მაქსიმალურად მოკლე დროში სურს.“