Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნიკოლინო:“ იუვენტუსს ჩამორთმეულ ქულებს დაუბრუნებენ“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მირკო ნიკოლინოს ინფორმაციით, იუვენტუსს მომდევნო კვირების განმავლობაში ჩამორთმეულ 15 ქულას დაუბრუნებენ.

„საქმეში არსებული ტექნიკური შეცდომების, ასევე დანაშაულის ფაქტების არარსებობის ფონზე, იუვენტუსს ჩამორთმეულ 15 ქულას დაუბრუნებენ.

„ჯერჯერობით უცნობია, დადასტურდება ეს 19 აპრილს, თუ ამისთვის მეტი დრო იქნება საჭირო, თუმცა იუვენტუსი თავის ქულებს დაიბრუნებს.“