Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნიუკასლი ატალანტას ნახევარმცველის ტრანსფერზე მუშაობს

ნიუკასლი დისკვალიფიცირებული სანდრო ტონალის შემცვლელის ძიებაშია და იანვარში ატალანტას ფეხბურთელის ედერსონის გაფორმებას ეცდება.

24 წლის ფეხბურთელი ლა დეას რიგებს გასულ წელს 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და მას შემდეგ თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, ამიტომ ნიუკასლის მხრიდან არსებული ინტერესი გასაკვირი არ არის.

SportMediaset-ის ინფორმაციით, ატალანტა ედერსონის მარტივად დათმობას არ აპირებს და მის სანაცვლოდ მინიმუმ 35-40 მილიონ ევროს ითხოვს.