Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ობამეიანგი მილანის სატრანსფერო სიაში

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის რუდი გალეტის ინფორმაციით, მილანი ჩელსის ფორვარდის პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერით ინტერესდება.

როსონერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და გუნდის ხელმძღვანელობას შესაბამისი კანდიდატების ძიება უკვე დაწყებული აქვს.

33 წლის ფეხბურთელი ჩელსის გეგმებში აღარ შედის და დიდი ალბათობით ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. წყაროს ცნობით, მილანი, სადაც ობამეიანგი კარიერის სტარტზე თამაშობდა, ფეხბურთელის ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება და მის აგენტთან პირველი მოლაპარაკება უკვე გამართა კიდეც…