ოფიციალურად: არტური ფიორენტინას ფეხბურთელია
ფიორენტინამ იუვენტუსიდან არტურის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ბრაზილიელი ფეხბურთელი იებს 1-წლიანი იჯარით შეუერთდა, რის სანაცვლოდაც ბიანკონერი 2-3 მილიონ ევროს მიიღებს, მისი შემდგომში 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით.
იტალიური წყაროების ცნობით, არტურის წლიურ გასამრჯელოს, რაც დაახლოებით 6 მილიონი გახლავთ, გუნდები თანაბრად გადაინაწილებენ.