Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ჩუკვუეზე მილანის ფეხბურთელია

მილანმა ვილიარეალიდან სამუელ ჩუკვუეზეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ლომბარდიული გრანდი 24 წლის ვინგერის სანაცვლოდ ესპანელებს 20 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც მომავალში ბონუსების სახით კიდევ 8 მილიონი დაემატება.

ჩუკვუეზემ მილანთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი გასამრჯელო სეზონში 3.8 მილიონი იქნება. ის 21-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.