ოფიციალურად: დემირალი ალ-აჰლის ფეხბურთელია
ატალანტამ მერიჰ დემირალის ალ-აჰლიში ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ლა დეა თურქი მცველის სანაცვლოდ, რომელსაც გასულ კვირებში ინტერს აქტიურად უკავშირებდნენ, 20 მილიონ ევროს მიიღებს.
დემირალი არაბებთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი გასამრჯელო სეზონში 10 მილიონი ევრო იქნება.