Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: გარსიამ ნაპოლი დატოვა, მას ვალტერ მაცარი შეცვლის

ნაპოლიმ გუნდიდან რუდი გარსიას წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.

59 წლის სპეციალისტმა ნაპოლის სათავეში სულ 16 მატჩი ჩაატარა და ცუდი შედეგების გამო, აურელიო დე ლაურენტისმა ფრანგის გაშვება გადაწყვიტა.

გარსიას ნაპოლიში ვალტერ მაცარი ჩაანაცვლებს, ის იტალიის ჩემპიონებთან 7-თვიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, მისი შემდგომში კიდევ 1 წლით გაგრძელების პერსპექტივით.