Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: იბრა მილანს ტოვებს

მილანმა მედიის წარმომადგენლებს დაუდასტურა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი როსონერის რიგებს დატოვებს.

41 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ლომბარდიულ გრანდთან რამდნეიმე დღეში იწურება და როსონერი მისთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას აღარ გეგმავს.

იბრა ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუმცა მილანი ვერონასთან მატჩის შემდეგ ზლატანს გამოსამშვიდობებელ ცერემონიალს მოუწყობს.