Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ინტერმა ფაბიანი ბოლონიაში გაუშვა

ინტერმა ახალგაზრდა ტალანტის ჯოვანი ფაბიანის ბოლონიაში ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ნერაძური ფაბიანის ლაზარ სამარჯიჩის ტრანსფერში გამოყენებას და მის უდინეზეში გაშვებას გეგმავდა, მაგრამ სერბი ფეხბურთელის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, იტალიელი ბოლონიას რიგებს შეუერთდა.

ნერაძური იტალიელის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს მიიღებს, სეზონის ბოლოს კი ბენეამატას მისი უკან გამოსყიდვა 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.