ოფიციალურად: ინტერს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში მაისურის ახალი სპონსორი ეყოლება
ინტერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში გუნდს მაისურის ახალი სპონსორი ეყოლება.
ნერაძურიმ DigitalBits-თან კონტრაქტი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო გაწყვიტა და რამდენიმე კვირაა მაისურის მთავარი სპონსორის გარეშე თამაშობს.
ბენეამატას ხელმძღვანელობა ახალ სპონსორს, რომელთანაც ხანგრძლივ კონტრაქტს გააფორმებს, აქტიურად ეძებს, იქამდე კი ცნობილ სტრიმინგ პლატფორმასთან Paramount+-თან ხანმოკლე ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც კომპანიის სახელი ნერაძურის მაისურზე 2 შეხვედრაში: ტორინოსთან და მანჩესტერ სიტისთან გამოჩნდება. კონტრაქტის მიხედვით, ინტერი გარანტირებულად 10 მილიონს მიიღებს, რასაც ფინალში გამარჯვების შემთხვევაში კიდევ 9 მილიონი დაემატება.
Pronti per l'ultimo match della Serie A 22/23, con una novità speciale ⚫???????? @ParamountPlusIT #ForzaInter pic.twitter.com/FEuJmwcAmC
— Inter (@Inter) June 2, 2023