Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: იტალიამ ჩემპიონთა ლიგაზე მე-5 საგზური მიიღო

უკვე ოფიციალურად, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე სერია ა-ს ღირსებას არა 4, არამედ 5 გუნდი დაიცავს.

ჩემპიონთა ლიგის ფორმატის ცვლილების გამო ტურნირზე მონაწილე გუნდების რაოდენობა გაიზარდა და რეიტინგში 2 საუკეთესო ქვეყანა მომდევნო სეზონში დამატებით კვოტას მიიღებს.

ევროპა და კონფერენს ლიგებზე იტალიური გუნდების წარმატების შემდეგ, სერია ა-მ ჩემპიონთა ლიგის მე-5 საგზური ოფიციალურად მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონში ევროპულ ტურნირებზე ერთბაშად 8 იტალიური გუნდი ითამაშებს.