Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: იუვენტუსი კონფერენს ლიგიდან მოკვეთეს

UEFA-მ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფინანსური რეგულაციების დარღვევის გამო, იუვენტუსი მომდევნო სეზონის კონფერენს ლიგის გათამაშებაში მონაწილეობას არ მიიღებს.

დისკვალიფიკაციის გარდა, იუვენტუსს ჯარიმის სახით 20 მილიონი ევრო დაეკისრა, საიდანაც 10 მილიონს ბიანკონერი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ 2023, 2024 და 2025 წლის ფინანსური ბალანსი წესრიგში არ ექნება.

სერია ა-დან იუვენტუსის ნაცვლად კონფერენს ლიგაზე ფიორენტინა იასპარეზებს, რომელმაც გასულ სეზონში მე-8 პოზიცია დაიკავა.