Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: იუვენტუსის სამიზნე ტუდორი მარსელს ტოვებს

მარსელის თავკაცმა იგორ ტუდორმა, რომელსაც გასულ კვირებში იუვენტუსს აქტიურად უკავშირებდნენ, მარსელის დატოვება დააანონსა.

„მე გუნდს პირადი და პროფესიონალური მიზეზების გამო ვტოვებ. მე ჯერჯერობით არც ერთ გუნდთან შეთანხმება არ მაქვს და გუნდს იმის გამო არ ვტოვებ, რომ მხარდაჭერას არ ვგრძნობ, რადგან ყველაფერი საპირისპიროდ არის, ჩვენს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა.“

შეგახსენებთ, რომ ტუდორი იუვენტუსის რიგებში 1998-2005 წლებში თამაშობდა, 2020-21 წლებში კი ანდრეა პირლოს ასისტენტი გახლდათ.