Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: იუვენტუსმა გონსალესი სამპდორიაში გაანათხოვრა

იუვენტუსმა ახალგაზრდა ტალანტის ფაკუნდო გონსალესის სამპდორიაში ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ტურინულმა გრანდმა 20 წლის ურუგვაელი ტალანტი ვალენსიადან ახალხანს 2 მილიონად გაიფორმა და სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მისი განათხოვრება გადაწყვიტა.

19-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მცველი და ტურნირის გამარჯვებული გენუაში 1 წელს გაატარებს, მისი შემდგომში გამოსყიდვის შესაძლებლობის გარეშე.