Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ჟირუს 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა

მილანის ფორვარდს ოლივიე ჟირუს მსაჯის შეურაწყოფის გამო 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.

ვეტერანმა ფრანგმა წითელი ბარათი ლეჩესთან მატჩის მიწურულს მიიღო, სპორტული მოსამართლის გადაწყვეტილებით კი მას მომდევნო 2 შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

ჟირუ ლომბარდიულ გრანდს ფიორენტინასა და ფროზინონეს წინააღმდეგ მატჩებში ვერ დაეხმარება.