Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: კასტელიანოსი ლაციოს ფეხბურთელია

ლაციომ ნიუ იორკ სიტიდან ვალენტინ კასტელიანოსის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

არწივებმა 24 წლის არგენტინელი ფორვარდის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადეს, რასაც მომავალში ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონი დაემატება. მან ბიანკოჩელესტისთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა.