Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: კვარა სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია !

Lega Serie A-მ ნაპოლის ქართველი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

პარტენოპეის 22 წლის ვარსკვლავმა თავისი გამორჩეული ტალანტი ევროპის ერთ-ერთ წამყვან ჩემპიონატში სეზონის სტარტიდანვე გამოავლინა, სერია ა-ში ჩატარებულ 33 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 10 საგოლე გადაცემა გააკეთა და ლუჩიანო სპალეტის გუნდის ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახდა.