ოფიციალურად: ლოსანოსთვის სეზონი დასრულებულია
ნაპოლიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტრავმის გამო ირვინგ ლოსანო მიმდინარე სეზონში თამაშს ვეღარ შეძლებს.
მექსიკელმა ფეხბურთელმა მუხლის ტრავმა ფიორენტინასთან მატჩში მიიღო და ნაპოლის ოფიციალური განცხადების მიხედვით, მას მარცხენა მუხლის მყესის მე-2 ხარისხის გაჭიმულობა აქვს, თუმცა საბედნიეროდ მყესზე არანაირი დაზიანება არ აღმოჩნდა, ამიტომ მას ოპერაციის გაკეთება არ მოუწევს.
27 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან 2024 წლის ზაფხულში იწურება და არ არის გამორიცხული, მან გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვოს.