Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ნიკოლო ფაჯოლიმ იუვენტუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

იუვენტუსმა ახალგაზრდა იტალიელ ნახევარმცველთან ნიკოლო ფაჯოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივება ოფიციალურად დაადასტურა.

ბიანკონერის აკადემიის აღზრდილი ახალი კონტრაქტის მიხედვით ტურინული გრანდის რიგებში 2028 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ ფაჯოლი უკანონო ბეთინგის გამო დისკვალიფიცირებულია და ის გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლო ტურამდე ვერ დაეხმარება.