ოფიციალურად: პელეგრინო მილანის ფეხბურთელია
მილანმა არგენტინული პლატენზედან ახალგაზრდა ცენტრალური მცველის მარკო პელეგრინოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
როსონერი 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 3.5 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც მომავალში ბონუსების სახით კიდევ 2 მილიონი, ფეხბურთელის შემდგომში გაყიდვის შემთხვევაში კი სრული თანხის 10 პროცენტი დაემატება.
პელეგრინომ მილანთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ის როსონერის რიგებშ 31-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.