Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: რომამ რეინოლდსი საბოლოოდ გაყიდა

რომამ ამერიკელი მცველის ბრაიან რეინოლდსის ბელგიურ ვესტერლოში ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

რომამ 22 წლის ფეხბურთელი 2021 წლის ზაფხულში 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა, თუმცა მან თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და ბელგიაში იჯარის წესით თამაშობდა.

ამერიკელმა ჯალოროსის რიგები ამჯერად საბოლოოდ დატოვა, რომა მის სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს და მომავალში ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში გარკვეულ პროცენტს მიიღებს.