Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: სამპდორია სერია ბ-ში დაქვეითდა

სამპდორიამ ამჯერად უდინეზესთან წააგო და სერია ა-ში დარჩენის მათემატიკური შანსიც დაკარგა.

გენუელებმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 34 მატჩში მხოლოდ 3-ჯერ გაიმარჯვეს და საერთო ჯამში 17 ქულა მოიპოვეს, ისინი სატურნირო ცხრილის მე-20 პოზიციას იკავებენ და მე-17 ადგილზე მყოფ ვერონას 13 ქულით ჩამორჩებიან.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო სეზონში სერია ბ-დან ფროზინონე და ჯენოა დაწინაურდებიან, მესამე დაწინაურებული გუნდის ვინაობა კი პლეი-ოფის შემდეგ გადაწყდება.