ოფიციალურად: სამპდორიას ახალი მფლობელი ჰყავს
მასიმო ფერერომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მან გუნდი ლიდს იუნაიტედის მფლობელს ანდრეა რადრიცანისა და მის პარტნიორს მატეო მანფრედის გადაულოცა.
გუნდში არსებული ფინანსური პრობლემების გამო, გენუელები, რომლებმიც მომდევნო სეზონში სერია ბ-ში ითამაშებენ, ახალ მფლობელს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა.
სამპდორია ხელფასების გადაუხდელობის გამო მომდევნო სეზონს 4-ქულიანი ჯარიმით დაიწყებს, თუმცა გუნდის ახალი მფლობელები უახლოეს პერიოდში სამპას კაპიტალს 30-40 მილიონით გაზრდიან, რაც ხელფასების პრობლემას, რომელიც გენუელებს უკვე დიდი ხანია აწუხებთ, საბოლოოდ მოაგვარებს.