Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: UEFA-ს უარი რომას, მოურინიოს დისკვალიფიკაცია ძალაში რჩება

UEFA-მ რომას აპელაცია ჟოზე მოურინიოს დისკვალიფიკაციის თაობაზე უარით გაისტუმრა და პორტუგალიელს სასჯელის მოხდა მოუწევს.

მოურინიოს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია UEFA-მ გასული სეზონის ევროპა ლიგის მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო მიუსაჯა, როდესაც რომას თავკაცმა შეხვედრის მთავარ არბიტრს სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენა.

რომას იმედი ჰქონდა, რომ მოურინიოს დისკვალიფიკაცია 1-2 მატჩამდე შემცირდებოდა, თუმცა პორტუგალიელს 4 შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.