ოფიციალურად: ძანიოლო ასტონ ვილას ფეხბურთელია
ასტონ ვილამ გალათასარაიდან ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
იტალიელი ფეხბურთელი ინგლისელებს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, რის სანაცვლოდაც თურქები 4 მილიონს მიიღებენ, შემდგომში ფეხბურთელის 27 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით.
თუ ასტონ ვილამ სეზონის ბოლოს ძანიოლოს გამოსყიდვა გადაწყვიტა, რომა 6 სრული თანხის 20 პროცენტს, ანუ დაახლოებით 5.4 მილიონ ევროს მიიღებს.