ორიგის უარი თურქებს, მილანი ბელგიელის გამო ფორვარდის გაფორმებას ვერ ახერხებს
იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანის ფორვარდმა დივოკ ორიგიმ თურქული გუნდების წინადადებები უარით გაისტუმრა და ლომბარდიული გრანდის დატოვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გეგმავს, თუ მის გაფორმებას პრემიერ ლიგის გუნდები ეცდებიან.
ორიგი სტეფანო პიოლის გეგმებში არ შედის და მილანი მის გაყიდვას ცდილობს, რაც გუნდს სათადარიგო ფორვარდის გაფორმების საშუალებას მისცემდა, თუმცა ბელგიელმა როგორც არაბული, ასევე თურქული გუნდები უარით გაისტუმრა.
MilanNews-ის ცნობით, ორიგის ინგლისში დაბრუნება სურს, ამგრამ ამ მომენტისთვის მისი ტრანსფერით სერიოზულად არც ერთი ინგლისური გუნდი არ ინტერესდება.