Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოსიმენი და ანგისა აფრიკის წლის 10 საუკეთესო ფეხბურთელს შორის…

აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ მიმდინარე წლის კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის მებრძოლი 10-კაციანი სია წარადგინა.

სიაში მოხვდნენ ნაპოლის ვიქტორ ოსიმენი და ფრანკ ანგისა, ფავორიტად კი პარტენოპეის ნიგერიელი ფორვარდი მოიაზრება, რომელიც სერია ა-ს გასული სეზონის ბომბარდირი გახდა.