Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოსიმენი მოედანზე დაბრუნებასთან ახლოს არის…

ნაპოლის უახლოეს პერიოდში ლაზარეთიდან ვიქტორ ოსიმენი დაუბრუნდება.

ნიგერიელი ფორვარდი გუშინ ნეაპოლში დაბრუნდა, დღეს კი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში მოედანზე განაახლა და უახლოეს პერიოდში ის გუნდს შეუერთდება.

SportMediaset-ის ცნობით, ვიქტორ ოსიმენი ნაპოლის განკარგულებაში ატალანტასთან მატჩში დაბრუნდება, რომელიც 25 ნოემბერს არის ჩანიშნული.