Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოსიმენი:“ ნაპოლის დატოვება არ მინდოდა, მაგრამ არაბებისთვის უარის თქმა რთული იყო…“

ნაპოლის ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა არაბების მხრიდან ინტერესი დაადასტურა და აღნიშნა, რომ მათი უარით გასტუმრება მარტივი არ ყოფილა.

„ინტერესი არაბული გუნდების მხრიდან ? მე გასულ ზაფხულს ნაპოლის დატოვება არ მინდოდა, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, არაბული გუნდების მხრიდან ინტერესი მართლაც არსებობდა, მე ძალიან მნიშვნელოვანი წინადადება მივიღე, რომელზეც უარის თქმა რთული იყო.

„მე ნაპოლისთან ამ საკითხზე ვისაუბრე და გადავწყვიტეთ, რომ გუნდში დავრჩებოდი, თუმცა ეს მარტივი არ იყო, რადგან რამდენჯერაც მათ უარით ვისტუმრებდი, ისინი თავიანთ წინადადებას სულ უფრო აუმჯობესებდნენ.“