Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოსიმენი ტრავმირებულია და განცალკევებით ვარჯიშობს…

იტალიის ჩემპიონები სეზონისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებენ, თუმცა დღეს გუნდთან ერთად ვარჯიში ვიქტორ ოსიმენმა ვერ შეძლო.

გუშინ პარტენოპეიმ სპალთან ამხანაგური მატჩი გამართა და Il Mattino-ს ინფორმაციით, ნიგერიელმა ფორვარდმა შეხვედრის მსვლელობისას მცირე დაზიანება მიიღო.

წყაროს ცნობით, ოსიმენის ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ ის სავარაუდოდ უახლოეს დღეებში ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშებს.