Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოსიმენის ახალი კონტრაქტის დეტალები ცნობილია…

ნაპოლი ვიქტორ ოსიმენის ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობას აგრძელებს და იტალიური წყაროების ცნობით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

ნიგერიელი ფორვარდის მიმდინარე კონტრაქტი იტალიის ჩემპიონებთან 2025 წლის ზაფხულში იწურება, ნაპოლის კი მისი ხელშეკრულების კიდევ 2 წლით გაგრძელება სურს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნაპოლი ოსიმენს ხელფასის 4.5 მილიონიდან 7.5 მილიონ ევრომდე გაზრდას სთავაზობს, მისი გამოსასყიდი თანხა კი ახალ კონტრაქტში დაახლოებით 150-160 მილიონი ევრო იქნება.