ოსიმენის პრიორიტეტი კვლავ პრემიერ ლიგაში თამაშია…
Sky Sport-ის ჟურნალისტის ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, ნაპოლის ფორვარდის ვიქტორ ოსიმენის პრიორიტეტი კვლავ პრემიერ ლიგაში თამაში გახლავთ.
წყაროს ცნობით, პსჟ-ს აქტიურობის მიუხედავად, საფრანგეთში თამაშით თავად ნიგერიელი ფორვარდი არ არის დაინტერესებული და რთული წარმოსადგენია, რომ მან არჩევანი პარიზულ გუნდზე შეარჩიოს, ბაიერნი კი, რომელიც გასულ კვირებში ოსიმენს არაერთხელ დაუდასტურეს, მის სანაცვლოდ 150 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს.
ოსიმენის ტრანსფერზე ამ მომენტისთვის მანჩესტერ იუნაიტედი და ჩელსი მუშაობენ, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ვიქტორმა ლურჯების რიგებში თამაში არჩიოს, რადგან ისინი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე არ ითამაშებენ.